"შევდივართ პრეკრიზისულ ფაზაში...საგანგებო ვითარებამდე ერთი ნაბიჯი დაგვრჩა"

საგანგებო ვითარებამდე ერთი ნაბიჯი დაგვრჩა , - ამის შესახებ ჟურნალისტებს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დაწყებამდე პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განუცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ევროპასთან შედარებით საქართველომ მოიგო სამი კვირა, რაც ძალიან კარგია.

„პირველი, შეკავების ფაზა გავიარეთ საკმაოდ წარმატებულად, ახლა შევდივართ პრეკრიზისულ ფაზაში, რომელიც ერთი-ორი კვირა გაგრძელდება და მას მოჰყვება უკვე კრიზისული ფაზა, როცა იქნება გავრცელების მოჭარბებული შემთხვევები, სწორედ ამას ვეძახი მე უფრო რთულ ვითარებაში გადასვლას და აქ უფრო მეტი ყურადღება გვმართებს, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენ ეს ვითარება დავძლიოთ, მაგრამ აქ აუცილებელია მოქალაქეების სოციალური პასუხისმგებლობა და სოციალური სიმჭიდროვის განტვირთვა - დარჩით სახლში!“, - აღნიშნა ხუნდაძემ.

კომენტარი