"მსოფლიოში შექმნილი მდგომარების გამო, საყვარელ დარბაზში ვეღარ დავდივართ, ამიტომ ფორმაში რომ ვიყოთ, სახლიდან ვვარჯიშობთ" - "პირველების" საინტერესო და სახალისო გამოწვევა (ვიდეო)

კორონავირუსის საფრთხის გათვალისწინებით, მხატრული ტანვარჯიშის კლუბ "პირველების" ბავშვები საყვარელ დარბაზს დაემშვიდობნენ, თუმცა კლუბის წევრები შექმნილი მძიმე ვითარების ფონზე ოპტიმიზმს არ კარგავენ და სახლში ვარჯიშის პარალელურად საინტერესო და გასართობ ვიდეო გამოწვევებს გვთავაზობენ.
პატარებმა თავდაპირველად ერთმანეთი, შემდეგ მწვრთნელები და ბოლოს ოლიმპიური ჩემპიონებიც გამოიწვიეს.
"პირველების" აღსაზრდელები ამბობენ, რომ ისინი მთელი ამ დროის განმავლობაში სახლიდან ივარჯიშებენ, მეგობრებს გამოიწვევენ და ვიდეოებს ერთმანეთს გაუზიარებენ და ამ ჟესტით ერთმანეთს გაამხნევებენ.
"მსოფლიოში შექმნილი მდგომარების გამო, ჩვენ ვეღარ ვივარჯიშებთ დარბაზში , ამიტომ ვცდილობ ყოველდღე სახლიდან ვივარჯიშოთ, ფორმიდან რომ არ გამოვიდეთ" - ამბობენ ბავშვები.
ცნობისთვის, მხატრული ტანვარჯიშის კლუბი მიზნად ისახავს მხატრული ტან-ვარჯიშის როგორც ოლიმპიური სახეობის განვითარებას. "პირველებმა" არაერთხელ მიაღწიეს წარმატებას მსოფლიოს უძლიერესი სკოლების გვერდით, ყველა ასაკობრივ კატეგორიაში და არაერთი საპრიზო ადგილი მოიპოვეს ყველაზე ძლიერ А კატეგორიაში.
როგორც "ნიუპოსტს" კლუბში უთხრეს, "პირველების" გუნდი დიდი ენთუზიზმით ემზადებოდა ყველაზე მაღალი პროფესიონალური კლასის ტურნირზე ირინა დერიუვინას თასის გათამაშებაზე გასამგზავრებლად, თუმცა დიდი შემართების და მონდომების მიუხედავად, მსოფლიოსა და ქვეყანაში განვითარებული ვითარების გათვალისწინებით, კლუბმა უკრაინაში ვიზიტი გააუქმა.
როგორც პატარები ამბობენ, სჯერათ რომ ძალიან მალე საყვარელ საქმეს და დარბაზს დაუბრუნდებიან, მანამდე კი სოციალური ქსელის მომხმარებლებს ამ ვიდეოებით პოზიტივს ჩუქნიან.

კომენტარი