სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კორონავირუსით ინფიცირებული 47 წლის ქალის მდგომარეობა მძიმეა

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებული კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა – ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ამ ეტაპზე სულ 32 პაციენტია მოთავსებული. მათგან სამს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამ სამიდან ერთ პაციენტის, 47 წლის ქალის მდგომარეობა მოსვლის დღიდან იყო მძიმე გამოხატული სიმპტომებით, თუმცა დღეს ტემპერატურამ შედარებით იკლო და მდგომარეობაც დასტაბილურდა.

"პაციენტს ორმხრივი პნევმონია დადასტურდა, 47 წლის ქალი კლინიკაში შეყვანილია 3 დღის წინ. იგი საზღვარგარეთიდან, ე.წ. წითელი ზონის ქვეყნიდან ჩამოვიდა და 3 მარტიდან აღენიშნებოდა ცხელება, სომატურად დამძიმებული ანამნეზი აქვს, აქვს შაქრიანი დიაბეტი, გულის უკმარისობა" – განაცხადა ლევან რატიანმა.

წყარო: რუსთავი2

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100