სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საჯარო სკოლებში დისტანციური სწავლების დაწყება იგეგმება

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საგანმანათლებლო პროცესის შეჩერების პერიოდში, სკოლებში დისტანციური სწავლება გაგრძელდება. განათლების სამინისტრო სწავლების კიდევ ერთი მოდელის იმპლემენტაციას უახლოეს პერიოდში გეგმავს. არსებულ მიდგომებზე უწყებამ სკოლებს რეკომენდაციით უკვე მიმართა.

"დღეს ყველა სკოლის ადმინისტრაციას ექნება განათლების სამინისტროს მიერ მომზადებული რეკომენდაციები. მნიშვნელოვანია, რომ ჯანსაღი კომუნიკაცია შედგეს სკოლის ადმინისტრაციას, მასწავლებელს, დამრიგებელს, მშობელსა და მოსწავლეს შორის. სწორად დაიგეგმოს გარკვეული აქტივობები არდადეგების პერიოდში და, პარალელურად, განათლების სამინისტრო მუშაობს იმაზე, რომ გამართოს გარკვეული სასწავლო მიმართულებით დისტანციური სწავლება. სავარაუდოდ, ხვალ უკვე შესთავაზებს სწავლების განსხვავებულ მოდელს,"-განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100