სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ამირან გამყრელიძე - კორონავირუსი ჰაერში არ დაფრინავს და ჰაერით არავის ედება - თუ დავიცავთ წესებს, მაშინ რისკი მინიმუმამდეა

კორონავირუსი ჰაერში არ დაფრინავს და ჰაერით არავის ედება ,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობა რეკომენდაციებს გაითვალისწინებს, ვირუსის გავრცელების საფრთხე მინიმუმამდეა.

„სადაც დღეს საკარანტინო ზონები გახლავთ და სივრცეები ქვეყანაში და ასეთი უკვე მრავლადაა და კიდევ მრავალი იქნება, ირგვლივ მყოფ მოსახლეობას უჩნდება გარკვეული პროტესტი, ვთხოვ ყველას, საქართველოს მოსახლეობას, ეს არის სოლიდარობის დიდი გამოხატულება. არ შეიძლება ამის პროტესტი გვქონდეს. იქ კარანტინში ვინც არიან, ჯანმრთელი ადამიანები არიან. როგორ შეიძლება ამის პროტესტი, რომ მე გადამედება? არავის არაფერი გადაედება. ეს ვირუსი ჰაერში არ დაფრინავს და ჰაერით არავის ედება. თუ ჩვენ დავიცავთ წესებს და იმ მოთხოვნებს, რასაც დაავადებათა კონტროლის ცენტრი აქვეყნებს, მაშინ რისკი მინიმუმამდეა“- განაცხადა გამყრელიძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100