სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

“ზიარებით არავინ დაავადებულა, მაგრამ საეკლესიო საკითხებზე დაცინვით და ქილიკით უამრავი… ისე, ღმერთის უარყოფა ყველაზე მომაკვდინებელი ვირუსია…”

სვეტიცხოვლის მოძღვარი მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, მან ქვეყანაში არსებულ კორონა ვირუსის საფრთხეზე ისაუბრა და ასევე იმ აჟიოტჟზე, რაც ზიარების წესის ირგვლივ საზოგადოებაში არსებობს. მისი თქმით ზირების დროს შეუძლებელია დაავადდგე და ამის მხოლოდ მათ ეშინიათ ვინც ეკლესიაში არ დადის.

“ეკლესია არ უარყობს დაავადების შემთხვევაში სამედიცინო ჩარევას, პირიქით, ნებისმიერს მოუწოდებს, გართულებამდე მიმართონ მედიკამენტებს…
რაც შეეხება ზიარებას… ,,საკურნებლად სულისა და ხორცისა”, მარტო ბუტაფორია არა, სინამდვილეა. ვისაც არ სწამს ქრისტეს სისხლით და ხორცით სხეულის და სულის განკურნების, ის არც უნდა ეზიაროს.
ზიარებით არავინ დააავადებულა, მაგრამ საეკლესიო საკითხებზე დაცინვით და ქილიკით, უამრავი…
აქაც სუბიექტურები ვხდებით… ზომა, წონა ვერაფერში შევინარჩუნეთ…
საღვთისმეტყველო საკითხებს ნუ ავურევთ პირად ინტერესებს…
განსაცდელის ჟამს ღმერთი და ლოცვა თუ დავივიწყეთ, ამაზე დიდი განსაცდელი ისედაც არ არსებობს…
ეკლესია თანაბრად გვეხმარება სულის და სხეულის გასუფთავებაში… არც ერთი ნორმალური არ ქადაგებს, რომ ჰიგიენის ნორმები არ დავიცვათ…
ტაძარში ყოფნა ნებაყოფლობითია… იძულებით წირვის მოსმენა არ ხდება…
რაც ყველაზე მთავარია, ამ საკითხებით ისინი წუხდებიან, ტაძარი მარტო გავლით რომ უნახავთ…
ისე, ღმერთის უარყოფა ყველაზე მომაკვდინებელი ვირუსია…
მე მწამს იმის, რომ ჩემი სიცოცხლე უფლის ხელშია… იმისიც მწამს, რომ ლოცვა უფრო მშველის… მცირედმორწმუნეობა კი, ერთგვარი ,,ვირუსია”, რომელიც იმ მცირე რწმენასაც კლავს, თუ ოდნავ, სადმე შემოგვრჩა!.. ” – წერს პეტრე კოლხი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100