სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„სამართლიანი საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, NDI -ის ხელმძღვანელს შეხვდა

მოძრაობა ’სამართლიანი საქართველოსთვის” თავმჯდომარე, ბატონი სერგო ჯავახიძე, მიმდინარე წლის 18 ოქტომბერს აშშ-ის ეროვნულ-დემიკრატიულ ინსტიტუტის (NDI -ის) ხელმძღვანელს, ბატონ ნავაროს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული სოციალური კვლევის შედეგები, გაკეთდა პირველადი შეფასებები.

ბატონმა სერგო ჯავახიძემ ყურადღება გაამახვილა ოპოზიციური ლიდერების რეიტინგების მკვეთრად შემცირებაზე და საუბრისას აღნიშნა, რომ ეს ფაქტი, მისი აზრით განაპირობა ოპოზიციური პარტიების არათანამიმდევრულმა და არაადექვატურმა პოლიტიკამ, ორივე იმ პროცესის მიმდინარეობისას, რომელიც იყო ქართული პოლიტიკური ცხოვრების წარმმართველი გაზაფხულ- შემოდგომის (2011 წლის) პერიოდში. კერძოდ, საუბარია 21-26 მაისის მოვლენებზე და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების პოლიტიკურ პროცესზე.

ბატონმა სერგო ჯავახიძემ, საუბრისას, ყურადღება გაამახვილა კვლევის იმ ნაწილზე, სადაც ნათლად ჩანს, რომ საქართველოს მოსახლეობისთვის უმთავრესი პრობლემა დასაქმებაა. NDI-ის კვლევის მიხედვით, უმუშევართა რაოდენობა 57%-ი შეადგინა, რაც ხელისუფლების მიერ ოფიციალურად დეკლარირებულ უმუშევრობის 16% -თან, მნიშვნელოვანი განსხვავებაა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100