სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რამაზ ჩხიკვაძის დამკრძალავი კომისია: მსახიობს რუსთაველის თეატრიდან გამოასვენებენ

83 წლის ასაკში, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ მსახიობი რამაზ ჩხიკვაძე გარდაიცვალა. 18 ოქტომბერს, დაახლოებით 01.00 საათზე, ქართველი მსახიობის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია „ფეისბუქში“, საკუთარ კედელზე, რეჟისორმა ქეთი დოლიძემ გაავრცელა:

„გენიალური რამაზ ჩხიკვაძე გარდაიცვალა!!! ჩვენი რამაზი!!!! დამთავრდა ეპოქა!!! დამთავრდა!!!!", - დაწერა მან.

რამაზ ჩხიკვაძის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია 15 ოქტომბერსაც გავრცელდა: ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში გადაიცა ცნობა მისი გარდაცვალების შესახებ, მაგრამ ის მცდარი აღმოჩნდა. სამწუხაროდ, 18 ოქტომბერს რამაზ ჩხიკვაძის გარდაცვალების ფაქტი ნამდვილად დადასტურდა:

„ის ყველაფერს ჩვენთვის აკეთებდა, ცდილობდა, რომ კარგად გვეგრძნო თავი და არაფერს შევეწუხებინეთ. ლოგინად ჩავარდნილიც კი ჩვენზე დარდობდა და გვკითხულობდა“, - განაცხადა მსახიობის შვილიშვილმა და მისმა სრულმა სეხნიამ, რამაზ ჩხიკვაძემ.

რამაზ ჩხიკვაძე ბოლო პერიოდში ავადმყოფობდა. ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებით მას შემდეგ გაურთულდა, რაც მისი მეუღლე, ნატაშა ჩხიკვაძე გარდაიცვალა.

ნატაშა ჩხიკვაძე 30 აგვისტოს დიდუბის პანთეონში დაკრძალეს. რამაზ ჩხიკვაძის დამკრძალავი სახელმწიფო კომისია დილიდან იკრიბება. უკვე ცნობილია, რომ მსახიობს დიდუბის პანთეონში, მეუღლის გვერდით დაკრძალავენ. სახელმწიფო კომისიის წევრთა განცხადებით, გარკვეულია ისიც, რომ რამაზ ჩხიკვაძეს რუსთაველის თეატრიდან გამოასვენებენ. მისი დაკრძალვის თარიღი დღესვე, მოგვიანებით გახდება ცნობილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100