სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რამაზ ჩხიკვაძე გარდაიცვალა

მსახიობი რამაზ ჩხიკვაძე 83 წლის ასაკში, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.

„გენიალური რამაზ ჩხიკვაძე გარდაიცვალა!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! ჩვენი რამაზი!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! დამთავრდა ეპოქა!!!!!!!!! დამთავრდა!!!!!!!!!!!!!!!!!!", -წერს რეჟისორი ქეთი დოლიძე "ფეისბუქში" თავის გვერდზე.

რამაზ ჩხიკვაძე დაიბადა 1928 წლის 28 თებერვალს თბილისში, გამოჩენილი მუსიკოსის გრიგოლ ჩხიკვაძის ოჯახში. 1951 წელს დაამთვარა შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. ამავე წლიდან მუშაობს რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ დრამატულ თეატრში.

ნიჭიერებასთან ერთად რამაზ ჩხიკვაძეს წილად ხვდა ბედნიერება ემუშავა უდიდეს რეჟისორებთან - მიხეილ თუმანიშვილთან და რობერტ სტურუასთან. ამიტომაც შეიქმნა რუსთაველის თეატრის სცენაზე ისეთი შედევრები, როგორიცაა: ლეანდრო - "ესპანელი მღვდელი" 1954 წ. რეჟ. მ.თუმანიშვილი პეტრი - "როცა ასეთი სიყვარულია" 1959წ. რეჟ. მ. თუმანიშვილი ქოსიკო - "ჭინჭრაქა" 1963წ. რეჟ. მ. თუმანიშვილი კირილე - "სამანიშვილის დედინაცვალი" 1972 წ. რეჟ. თ. ჩხეიძე, რ.სტურუა ყვარყვარე - "ყვარყვარე" 1974წ. რეჟ. რ. სტურუა აზდაკი - "კავკასიური ცარცის წრე" 1975წ. რეჟ. რ. სტურუა რიჩარდი - "რიჩარდ III" 1979წ. რეჟ. რ. სტურუა ლირი - "მეფე ლირი" 1987წ. Aრეჟ. რ. სტურუა და სხვა... მიენიჭა: 1961 წელს - საქართველოს დამსახურებული არტისტი. 1972 წელს - სახალხო არტისტის წოდება.

1973 წელს - მოსკოვის VIII საერთაშორისო კინოფესტივალი, პრიზი მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის ("ნერგები", რეჟ. რ. ჩხეიძე). 1974 წელს - საქართველოს სახელმწიფო და კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიები - ყვარყვარეს როლის შესრულებისათვის ("ყვარყვარე", 1974წ. რეჟ. რ. სტურუა). 1978 წელს - საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემია აზდაკის როლის შესრულებისათვის ("კავკასიური ცარცის წრე", 1975წ. რეჟ. რ. სტურუა). 1981 წელს - საქართველოს სახელმწიფო და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიები რიჩარდის როლის შესრულებისათვის ("რიჩარდ III") 1981 წელს - საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის წოდება. 1988 წელს - სოციალისტური შრომის გმირის წოდება. 1997 წელს თბილისის საპატიო მოქალაქე გახდა.

რამაზ ჩხიკვაძემ პირველი კინოროლი "ჭრიჭინაში" ითამაშა, სადაც გამოიკვეთა მსახიობის მუსიკალური ნიჭი. ფილმიდან ფილმამდე სულ უფრო იხვეწებოდა მისი იმპროვიზაციული ოსტატობა თუ გარდასახვის უნარი. რამაზ ჩხიკვაძე ასამდე ფილმშია გადაღებული: "ჭრიჭინა"-1954წ., "დღე პირველი, დღე უკანასკნელი"-1959წ., "წარსული ზაფხული"-1962წ., ,,ვედრება"-1967წ., "ლონდრე"-1967წ., "ნუცა"-1971წ., "ნერგები"-1973წ., "მთვარის მოტაცება"-1973წ., "ერთი ნახვით შეყვარება"-1975წ., "სოფლის აშიკი"-1976წ., "ნატვრის ხე"-1977წ., "არევიკი"-1978წ., "ნაზარის უკანასკნელი ლოცვა"-1988წ., "აშუღ ყარიბი"-1988წ., "ამხანაგ სტალინის მოგზაურობა აფრიკაში"-1991წ., "შავი პრინცი"-2001წ. და ა.შ. 2006 წლის 28 თებერვალს მსახიობს 78 წელი შეუსრულდა და რუსთაველის თეატრის წინ რამაზ ჩხიკვაძის ვარსკვლავი გაიხსნა. ამ დღეს რუსთაველელებმა 609-ჯერ ითამაშეს "კავკასიური ცარცის წრე", რობერტ სტურუას ბრწყინვალე სპექტაკლი-ლეგენდა, რომელიც უკვე 30 წლისაა.

რამაზ ჩხიკვაძის შემოქმედებამ მსოფლიოს მრავალი ქვეყანა აღაფრთოვანა, იგი შექსპირული რეპერტუარის ერთ-ერთ საუკეთესო შემსრულებლად აღიარეს, დიდ ბრიტანეთში კი ქართველ ოლივიედ მონათლეს.

რამდენიმე თვის წინ 28 აგვისტოს გარდაიცვალა რამაზ ჩხიკვაძის მეუღლე ნატაშა ჩხიკვაძე. ნატაშა ჩხიკვაძე პრაღაში,რამაზ ჩხიკვაძესთან ერთად მკურნალობის მიზნით იმყოფებოდა.
გარდაცვალებამდე ნახევარი საათით ადრე ნატაშა ჩხიკვაძემ მედიაკავშირ "ობიექტივს" ბოლო ინტერვიუ მისცა, რომელშიც რობერტ სტურუას თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით ისაუბრა. ნატაშა ჩხიკვაძემ განცხადება შემდეგი სიტყვებით დაიწყო: "დღეს უკვე საკითხავია რუსულ ენაზე მოგცეთ თუ არა ინტერვიუ, მაგრამ 54 წლის განმავლობაში, რაც საქართველოში ვიცხოვრე მიკეთებია მხოლოდ სიკეთე ქართველი ხალხისთვი და ქართული ხელოვნებისთვის". 30 აგვისტოს ნატაშა ჩხიკვაძეს დიდუბის პანთეონში დაკრძალეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100