კინორეჟისორი გიორგი შენგელაია გარდაიცვალა

ქართველი კინორეჟისორი გიორგი შენგელაია 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.


რუსთაველის პრემიის ლაურეატი, საქართველოს სახალხო არტისტი 1937 წლის 11 მაისს დაიბადა. დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი. 1962 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“.

პირველი ფილმი „ალავერდობა” (1963) გადაიღო გურამ რჩეულიშვილის ამავე სახელწოდების ნოველის მიხედვით, 1969 წელს კი მხატვარ ნიკო ფიროსმანის შესახებ ფილმი „ფიროსმანი“.

მისი ნამუშევარია „მაცი ხვიტია” (1966), მიუზიკლი „ვერის უბნის მელოდიები“ და ფილმი „ხარება და გოგია” (1987).

გიორგი შენგელაიამ 2000 წელს გადაიღო ფილმი „სიყვარული ვენახში“, 2005 წელს კი „მიდიოდა მატარებელი“.

კომენტარი