4 წელი ერთი ვარდისფერი, ერთიც წითელი ტრუსისა და ერთი შავი ფერის ბიუსჰალტერის ქურდობისთვის - რა მოხდა გორში?

გორის მუნიციპალიტეტში მამაკაცმა ბიუსჰალტერი და ტრუსები მოიპარა.

რადიო „მოზაიკას“ ცნობით, ბრალდებულმა რამდენიმე სახლში უკანონოდ შეაღწია. ერთი საცხოვრებელი ბინიდან ჯ.ჯ-მ 100 დოლარიანი კუპიურა, ერთი ვარდისფერი, ერთიც წითელი ტრუსი და ერთი შავი ფერის ბიუსჰალტერი მოიპარა. მეორე ბინიდან კი - მობილური ტელეფონი "ნოკია აშა 530" და სახლის ეზოდან 1 ცალი ლურჯი საცვალი. ბრალდებულმა დაკავებისას პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია. კერძოდ, სამმართველოს პოლიციის თანამშრომლებს ჯ.ჯ სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და სკამი დაარტყა სხეულზე რამდენჯერმე. აღნიშნული დანაშაულების გამო ჯ.ჯ -ს გორის რაიონულმა სასამართლომ 4 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

კომენტარი