სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თელავში პედაგოგი მე-6 კლასის მოსწავლეს ფიზიკურად გაუსწორდა - ფაქტი სათვალთვალო კამერებმაც დააფიქსირა

თელავის 1-ელი საჯარო სკოლის პედაგოგი მე-6 კლასის მოსწავლეს ფიზიკურად გაუსწორდა. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, 22 იანვარს, საგაკვეთილო პროცესის დროს, ბიოლოგიის მასწავლებელმა, საკლასო ოთახიდან გაიყვანა და დერეფანში ხელით შეეხო.

ფაქტს სკოლის ადმინისტრაციაში ადასტურებენ. დირექტორის, მაია ოთარაშვილის ინფორმაციით, მომხდარი თავად დაინახა, რაც ასევე სათვალთვალო ვიდეოკამერებმაც დააფიქსირა.

„შემთხვევა 22 იანვარს მოხდა, რაც მაშინვე ვაცნობე ყველა შესაბამის სამსახურს და მიმდინარეობს მოკვლევა. მეორე ცვლის საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობის დროს მასწავლებელმა დერეფანში გამოიყვანა მოსწავლე, ეს ფაქტი დავინახე მე და კამერებმაც დააფიქსირეს. ჩანს, როგორ ეხება ფიზიკურად პედაგოგი ბავშვს. ბავშვი არ დაშავებულა, მას სამედიცინო ჩარევა არ დასჭირვებია”, - აღნიშნა სკოლის დირექტორმა მაია ოთარაშვილმა.

მომხდარს სკოლის დისციპლინური კომიტეტი სწავლობს. მოკვლევის დასრულების შემდეგ გაირკვევა, დაეკისრება თუ არა პედაგოგს სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებული სასჯელი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100