საქართველოს მთავრობამ ჩინეთიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღო

საქართველოს მთავრობამ ჩინეთთან ავიამიმოსვლის დროებით შეწყვეტასთან ერთად, ჩინეთიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.

საქართველოს მთავრობის წევრების განმარტებით, ეს ვირუსის გავრცელების საფრთხის ფონზე პრევენციული ზომებია.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ჩვენს ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით პანიკის საფუძველი არ არსებობს.

კომენტარი