"ბავშვებს სათითაოდ ვიხუტებდი გულზე და ხმამაღლა ვმღეროდი" - დედამ სამი მცირეწლოვანი შვილი დაძინების დროს გაგუდა

არიზონას შტატში 22 წლის ქალმა საკუთარი სამი შვილი დაძინების დროს გაგუდა - ამის შესახებ ინფორმაციას Daily Star ავრცელებს.

რეიჩელ ჰენრიმ დანაშაული უკვე აღიარა. ქალმა განაცხადა, რომ მკვლელობის დროს ის თან უმღეროდა ბავშვებს, შემდეგ საბანი გადააფარა და ისეთი მდგომარეობა მისცა, თითქოს ეძინა მათ.

ბრალდებულმა აღიარებით ჩვენებაში განაცხადა: "ბავშვებს სათითაოდ ვიხუტებდი გულზე და ხმამაღლა ვმღეროდი, ამით ვცდილობდი, მათი ფართხალი მეკონტროლებინა და ყვირილის ხმა გადამეფარა. ჯერ უმცროსი ქალიშვილი გავგუდე, შემდეგ შუათანა და ბოლოს უფროსი".

სასამართლოზე სხვადასხვა მტკიცებულებებთან ერთად პროკურორმა წარადგინა მისი ნარკოტიკებისადმი დამოკიდებულების ფაქტები. სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ ქალი ბოლო პერიოდში არაადეკვატური იყო და ვერ აკონტროლებდა საკუთარ საქციელს.

სასამართლოზე ასევე გამოკითხეს ბავშვების მამა, რომელიც შემთხვევის დროს სახლში იმყოფებოდა და ძილის წინ ბავშვებსაც ეთამაშებოდა, თუმცა ამ სასტიკ მკვლელობაში მისი მონაწილეობა არ დასტურდება.

კომენტარი