სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 17-ს მიაღწია - საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა მუშაობა შეწყვიტა და ავიარეისები გაუქმდა

ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 17-ს, ხოლო დაინფიცირებულთა რაოდენობამ 571-ს მიაღწია. ქალაქი უხანის 11 მილიონიან მოსახლეობას მთავრობამ რეკომენდაცია მისცა განსაკუთრებული მიზეზის გარეშე ქალაქი არ დატოვონ.

ამასთან ცნობილი გახდა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ მსჯელობას დღესაც აგრძელებს. ორგანიზაციის ცნობით, მსგავსი გადაწყვეტილების მისაღებად დამატებითი ინფორმაციაა საჭირო.

კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა ჰონგ-კონგშიც. ვირუსის შემთხვევები დაფიქსირდა იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, აშშ-ში, ტაივანსა და მაკაოს სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონში.

მსოფლიოს მასშტაბით, აეროპორტების ნაწილი საგანგებო რეჟიმში მუშაობს, სადაც სპეციალური სკანერებით, მგზავრების სხეულის ტემპერატურას ამოწმებენ. გუშინ საგანგებო ზომები მიიღეს თურქეთსა და რუსეთშიც.

ქალაქ უხანში საზოგადოებრივი ტრანსპორტი დროებით მუშაობას წყვეტს. შეზღუდვის დაწესებით ხელისუფლება ცდილობს, კორონავირუსის გავრცელებას ხელი შეუშალოს.

დღეიდან 9 მილიონიან ქალაქში მოძრაობას შეწყვეტენ ავტობუსები, მეტრო და რკინიგზა. გარდა ამისა, უქმდება ავიარეისები უხანიდან ნებისმიერი მიმართულებით.

შეგახსენებთ,რომ დაუდგენელი კორონავირუსი 12-დან 29 დეკემბრის პერიოდში ჩინეთის ვუანის პროვინციაში გამოვლინდა, როდესაც ის ზღვის პროდუქტების ბაზრის რამდენიმე თანამშრომელს აღმოაჩნდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100