სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მამაკაცს, რომელმაც ზესტაფონში თავი ჩამოიხრჩო, ფინანსური პრობლემები ჰქონდა

მამაკაცს, რომელმაც ზესტაფონში თავი ჩამოიხრჩო, ფინანსური პრობლემები ჰქონდა.


ოლეგ თუთარაშვილი ინდ.მეწარმე იყო და კომპანიონებთან ერთად 17 ტენდერში აქვს მონაწილეობა მიღებული. ბოლო ხელშეკრულება გარდაცვლილმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტთან გააფორმა. მის კომპანიას შპს "რიგი 55"-ს, 45 646 ლარად ხარაგაულში ორი სანიაღვრე არხი უნდა მოეწყო და ერთი ხიდი აეშენებინა, თუმცა, თუთარაშვილმა ფინანსური პრობლემების გამო ხელშეკრულების შეწყვეტა ითხოვა.


ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ადასტურებენ, რომ შპს "რიგი 55"-მა სამუშაოების შესრულებაზე უარი თქვა.

"მოვიდა ჩვენთან ოლეგ თუთარაშვილი და თქვა ფინანსური პრობლემები მაქვსო. მისი მომართვის საფუძველზე მას შეუწყდა ხელშეკრულება და კომპანიას დაეკისრა ჯარიმა, თუმცა, მისმა შვილმა გადაიხადა ეს თანხა და თუთარაშვილს ჩვენს მუნიციპალიტეტთან დავალიანება არ ჰქონდა. როგორც ვიცით, მას დაბა ხარაგაულში ჰქონდა ტენდერი მოგებული და იქ შეექმნა ფინანსური პრობლემები", - აცხადებენ ხარაგაულის მერიის პრესსამსახურში.

ზესტაფონის მკვიდრმა, 60 წლის ოლეგ თუთარაშვილმა 16 იანვარს თავი ჩამოიხრჩო. თვითმკვლელობის სავარაუდო მიზეზად ფინანსური პრობლემები სახელდება, რომელიც ბიზნეს საქმიანობის დროს შეექმნა.

მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

წყარო: kutaisipost.ge

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100