სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მშობლებისგან სასტიკად ნაცემი 6 წლის გოგონა რეანიმაციაში მოხვდა

სანკტ-პეტერბურგში 6 წლის გოგონა მრავლობითი სისხლჩაქცევებითა და შინაგანი ორგანოების დაზიანებით რეანიმაციაში მოხვდა, სადაც ერთი კვირა გაატარა.

მოზარდს თმა კანიდან ამოგლეჯილი ჰქონდა და დახეული სამოსი ეცვა, არსებბს ეჭვი, რომ ცემის გარდა, მას თმითაც ათრევდნენ ხოლმე მშობლები - იუწყება ადგილობრივი მედია RT.

გოგონა საავადმყოფოში 15 დეკემბერს შეიყვანეს და ინტენსიური მკურნალობისთვის ექიმებმა რეანიმაციაში ერთი კვირა დატოვეს, ამასობაში კი სამართალდამცველებმა მშობლების წინააღმდეგ გარკვეული ზომები მიიღეს. როგორც თავად ბავშვი აცხადებს, მამა კბილების ბრტყელტუჩათი ამოღებითაც ემუქრებოდა და ხშირად, ოთახში ჩაკეტვის გამო ტუალეტში გასვლასაც ვერ ახერხებდა ღამით.

ოჯახს 6 წლის ქალიშვილის გარდა ასევე ჰყავს 4 წლის ბიჭუნა და და ახალშობილი გოგონა, რომლებიც ამჟამად მშობლებისგან იზოლირებულნი არიან. აღსანიშნავია, რომ მამაკაცს უფროსი შვილი პირველი ცოლისგან ჰყავს, თუმცა გოგონას დედის ნაცვლად მოძალადე მამა და დედინაცვალი ზრდიდნენ. როგორც პოლიციასთან მამაკაცმა აღიარებით ჩვენებაში განაცხადა, ცემის მიზეზი ხშირად ის ფიზიკური მსგავსება იყო, რომელიც გოგონასა და მის ყოფილ ცოლს შორის არსებობდა, ეს ფაქტი კი დაკავებულს ძალიან აღიზიანებდა.

მოძალადე ცოლ-ქმრის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100