სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სპორტსმენები „ევროპაბეთის“ პასუხისმგებლიანი თამაშის კამპანიას მიესალმებიან

საქართველოს უძლიერეს მამაკაცთა ფედერაციის პრეზიდენტი ავთო ახვლედიანი კომპანია „ევროპაბეთის“ მიერ პასუხისმგებლიანი თამაშის კონცეფციის დაანონსებას დადებითად აფასებს.

„ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესის მხრიდან სოციალური პასუხისმგებლობის ამხელა მასშტაბით გააზრება“, - აღნიშნა ახვლედიანმა. „მით უმეტეს, მისასალმებელია ის ფაქტი, რომ კომპანია რეკლამის ბიუჯეტიდან დაზოგილ თანხას სოციალური პასუხისმგებლობის პროექტების განვითარებას მოახმარს. აქედან, ჩვენთვის, სპორტსმენებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, რასაც „ევროპაბეთი“ ადრეც დიდ ყურადღებას უთმობდა“, - დაამატა მან.

აღსანიშნავია, რომ დღეს, 11 დეკემბერს, ფედერაციამ გაავრცელა ვიდეომიმართვა და თავიასი საჯარო პოზიცია დააფიქსირა „ევროპაბეთის“ კამპანია „პასუხისმგებლიან თამაშთან“ დაკავშირებით.

"ევროპაბეთმა" ახალი სოციალური კამპანია – "პასუხისმგებლიანი თამაში" დაიწყო. კამპანიის ფარგლებში კომპანია მთლიანად უარს ამბობს გარე რეკლამაზე და უკვე ჩამოხსნა ბილბორდები, ასევე ზღუდავს სატელევიზიო და რადიორეკლამას, ხოლო ინტერნეტრეკლამის შემთხვევაში მაქსიმალურად ეცდება ასაკობრივ შეზღუდვას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100