სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ოკუპანტებმა გენწვისში სამხედრო ბაზის მშენებლობა დაასრულეს

კოდორის ხეობაში, სოფელ გენწვისში რუსი სამხედროებისთვის ბაზის მშენებლობა დასრულდა.

როგორც "პირWელს" კოდორის ხეობიდან აცნობეს, გენწვისში ამ დროისთვის ოთხი 5-სართულიანი კეთილმოწყობილი კორპუსი უკვე მზადაა.

მისივე ინფორმაციით, მსგავსი შენობების მშენებლობა რუსი სამხედროებისთვის საკენშიც მიმდინარეობს.

რაც შეეხება საგუშაგოებს, რუს სამხედროებს ისინი ხეობის ოთხ სოფელში - საკენში, გენწვისში, ომარიშარასა და ქვაფჩარაში აქვთ მოწყობილი.

ამასთან, წყაროს ინფორმაციით, სამხედროებს ადგილობრივ მაცხოვრებლებთან ამჟამად შეხება არ აქვთ და ბოლო პერიოდში არც შევიწროების ფაქტებს ჰქონია ადგილი.

"ადრე, უმთავრესად არჩევნების დროს პატარ-პატარა ინციდენტები ხდებოდა, ძირითადად - პასპორტებთან დაკავშირებით. ადგილობრივებზე ზეწოლას ახდენდნენ და რუსული პასპორტების აღებას აიძულებდნენ. ნაწილი ამას დათანხმდა, ნაწილი - არა, მაგრამ შემდეგ, როცა სიტუაცია დაიძაბა და ხეობის დაცლის საფრთხე შეიქმნა, ზეწოლა შეწყვიტეს და ადგილობრივებს შეეშვნენ. ამჟამად ხეობაში აფხაზური მთავრობაა განთავსებული თუმცა აფხაზები აქ მუდმივად არ ცხოვრობენ. ადგილობრივ სვანებსაც სთხოვენ უკან დაბრუნებას და ჰპირდებიან, რომ ხელს არ შეუშლიან", - ყვება წყარო, რომლის მონაცემებით, ამ დროისთვის ხეობაში 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაბრუნებული 70 ქართული ოჯახი ცხოვრობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100