როდემდე შენარჩუნდება საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი - გარემოს ეროვნული სააგენტო პროგნოზის შესახებ იტყობინება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 25-28 ოქტომბერს ქვეყნის ტერიტირიის უმეტეს ნაწილზე ნარჩუნდება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი.

ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +20, +25 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა 20-22 გრადუსი დაფიქსირდება.

კომენტარი