სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

8 წლის გოგონა ქორწინების პირველ ღამეს ემსხვერპლა

ისლამის მიმდევარ ზოგიერთ ქვეყანაში პატარა გოგონების დაქორწინება ჩვეული ტრადიციაა. სამწუხაროდ, აქ მდედრობითი სქესის უფლებებს არავინ იცავს და კანონით განსაზღვრული წესებიც არავის აინტერესებს.

მიუხედავად იმისა, რომ მოზარდებისთვის სქესობრივი აქტი დაუშვებელია, რადგან ეს იწვევს მთელ რიგ პრობლემებს ჯანმრთელობისა და ფსიქიკის კუთხით, მათი მშობლებისთვის პრიორიტეტული მაინც გოგონების "პატრონისთვის ჩაბარებაა" და არ აინტერესებთ, რა ბედი ელის თავიანთ ქალიშვილებს წინ.

სულ ცოტა ხნის წინ 8 წლის არაბი გოგონა ქორწინების პირველ ღამეს ემსხვერპლა. ის შინაგანი ორგანოების დაზიანებით გარდაიცვალა. სამწუხაროდ, ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც მოზარდი ქორწინებისა და ნაადრევი სქესობრივი აქტის გამო დაიღუპა.

გოგონას მეუღლე 40 წლის მამაკაცია, რომელსაც არ გააჩნდა სექსუალური განათლება და იმდენად უხეშად მოექცა მოზარდს, რომ შინაგანი ორგანოების დაზიანების გარდა დიდი რაოდენობის სისხლიც დაკარგა.

ამ ტრაგიკულმა ფაქტმა სხვადასხვა ქვეყნებში სოციალური ქსელი მოიცვა და ყველა ერთხმად, სიტყვიერად აპროტესტებს ტრადიციას, რომელსაც პატარა გოგონები ეწირებიან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100