სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლევან ბერძენიშვილს ბიძინა ივანიშვილმა იმედები გაუცრუა

როგორც ბერძენიშვილმა "პირWელს" განუცხადა, ის ელოდა, რომ ივანიშვილი საზოგადოებას საკუთარ გუნდს წარუდგენდა.

"მე ველოდი, რომ ივანიშვილი დღეს საზოგადოებას საკუთარ გუნდს გააცნობდა. ამის გარეშე ძნელია მხოლოდ იმ განცხადების შეფასება, რაც მან გაავრცელა. პოლიტიკურ წარმატებულობას არა ქაღალდზე დაწერილი ამბიციური გეგმები, არამედ ის განსაზღვრავს, თუ ვინ იქნება გუნდის პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე და ა.შ. კაცი", - განმარტა ბერძენიშვილმა.

ამასთან, "რესპუბლიკელების" წარმომადგენელი ივანიშვილის განცხადების იმ ნაწილს, რომელშიც გაპოლიტიკოსებული ბიზნესმენი ტელეკომპანია "მაესტროსა" და "კავკასიას" ფსევდოოპოზიციურს უწოდებს, კატეგორიულად ემიჯნება და "მიუღებლად" აფასებს.

რაც შეეხება ივანიშვილის მიერ ჟურნალისტების მისამართით გამოთმულ შეთავაზებას, რომლის თანახმად, ყველა კორესპონდენტი, რომელიც საკუთარი მედიასაშუალების ხელმძღვანელების მხრიდან დაიჩაგრება, მისი პოლიტიკური პარტიის შტაბში არანაკლები ანაზღაურებით გარანტირებულად დასაქმდება, ბერძენიშვილის თქმით, "ივანიშვილი ბიზნესმენია, ხოლო გაიყიდება თუ არა - თავად ჟურნალისტის სინდისის საკითხია".

"ივანიშვილის ეს შეთავაზება გამართლებულად იმდენად შეგვიძლია, ჩავთვალოთ, რამდენი ჟურნალისტიც სამუშაოდ მის მიერ მომავალში შექმნილ ტელევიზიაში გადავა. გაიყიდება თუ არა - ეს ჟურნალისტის სინდისის საკითხია, რადგან ბუნებრივია, თუკი ივანიშვილი ტელევიზიას შექმნის, ის ობიექტური ვერ იქნება. არა მგონია, რომელიმე პოლიტიკური ლიდერის მიზანი ობიექტური ტელევიზიის შექმნა იყოს. დღეს ობიექტურები ის ტელევიზიებიც კი არ არიან, რომლებსაც ხალხი ფულს უხდის და ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილს ეს როგორ უნდა მოსთხოვო?!", - განმარტა ბერძენიშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100