სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ქალაქის მერი ხარ შე **ეო, ძველი ბიჭი კი არა" - ნატა ფერაძე კახა კალაძეს

"ქალაქის მერი ხარ შე **ეო, ძველი ბიჭი კი არა და შენ გევალება კონტრაქტორის სწორად შერჩევა და კონტროლი"-ეს განცხადება სოციალურ ქსელში ნატა ფერაძემ თბილისის მერის მისამართით გააკეთა.

პარტიზანი მებაღის კრიტიკა დედაქალაქის მერის იმ განცხადებამ გამოიწვია, რომლითაც მან სამშენებლო კომპანიები გააკრიტიკა.

“მშენებლობის კულტურა არ გვაქვს ქვეყანაში. განსხვავებული მიდგომები აქვთ. აქვთ სამშენებლო კომპანია, რაღაც ერთ გზას დააგებენ, "ჯიპს" იყიდიან და ამით ჰგონიათ, რომ “ვსო”, უკვე მაგარი კომპანია აქვთ, აწყობილი აქვთ ყველაფერი... მიდის მერე პირამიდებით, რაღაცეებს მაიმუნობენ... სამუშაოს ვერ შეასრულებს, მერე ვინ არის დამნაშავე? საზოგადოებას არ აინტერესებს კონტრაქტორია დამნაშავე თუ სხვა. პასუხისმგებელი ხარ შენ - დედაქალაქის მერია და შესაბამისად, ჩვენს მიმართ აქვთ პრეტენზიები”, - განაცხადა კალაძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100