სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ეს იმ სკოლების ჩამონათვალია, სადაც სწავლა დაგვიანებით დაიწყება

საქართველოს ზოგიერთ სალარო სკოლაში სწავლა გვიან დაიწყება. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა შესაბამისი ბრძანება უკვე გამოსცა.

თბილისის 122-ე საჯარო სკოლა (30 სექტემბერი); თბილისის 130-ე საჯარო სკოლა (30 სექტემბერი); თბილისის 45-ე საჯარო სკოლა (30 სექტემბერი); თბილისის 60-ე საჯარო სკოლა (30 სექტემბერი); თბილისის 149 საჯარო სკოლა (30 სექტემბერი); თბილისის 177-ე საჯარო სკოლა (30 სექტემბერი); თბილისის 191-ე საჯარო სკოლა (30 სექტემბერი); თბილისის 208-ე საჯარო სკოლა (30 სექტემბერი); თბილისის 23-ე საჯარო სკოლა; (23 სექტემბერი); თბილისის 150-ე საჯარო სკოლა (23 სექტემბერი); ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის მე-2 საჯარო სკოლა (23 სექტემბერი); ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ძმუისის საჯარო სკოლა (23 სექტემბერი); სეიდ გვარიშვილის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალას საჯარო სკოლა (30 სექტემბერი); გორის მე-4 საჯარო სკოლა (30 სექტემბერი); ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩამდურის საჯარო სკოლა (23 სექტემბერი); გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახის საჯარო სკოლა (30 სექტემბერი); დედოფლისწყაროს პირველი საჯარო სკოლა (23 სექტემბერი); დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯის საჯარო სკოლა (23 სექტემბერი) და ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხის საჯარო სკოლა (23 სექტემბერი).

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ახალი სასწავლო წლის განახლების გადავადების მიზეზი სკოლების შენობების რეაბილიტაციაა.

უწყება განმარტავს, რომ დასახელებულ სკოლებში გაკვეთილები შესაბამისი საგაკვეთილო ცხრილით შაბათი დღის ხარჯზე ანაზღაურდება.

აღნიშნულის შესახებ მშობლების ინფორმირებას, სამინისტროს ინსტრუქციის საფუძველზე, სკოლების ადმინისტრაცია უზრუნველყოფს.

ამასთან, როგორც სამინისტროში აცხადებენ, ახალი სასწავლო წლისთვის, სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაცია მთელ საქართველოში 700-მდე სკოლაში განხორციელდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100