სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ნაცვლად სასამართლომ გადაწყვეტილება ზურაბ ჯაფარიძის წინააღმდეგ გამოიტანა

არტია „გირჩის“ ლიდერის ზურაბ გირჩი ჯაფარიძის საბანკო ანგარიშებს ინკასო დაადეს. ამის მიზეზი კი ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ სარჩელი გახდა, რომელიც პირველ ინსტანციაში ჯაფარიძემ მოიგო, მეორეში კი“ახალგაზრდა ადვოკატებმა“. ორგანიზაციის წევრები ზურაბ ჯაფარიძეს მათთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო უჩიოდნენ, სადაც „გირჩის“ ლიდერმა ისინი ოცნების სატელიტად მოიხსენია. მეორე ინსტანციის სასამართლომ ჯაფარიძეს იმედის ეთერში გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა და 300 ლარიანი ჯარიმა მიუსაჯა. ჯარიმის გამო კი მის ანგარიშებს ინკასო დაადეს.


ამ თემასთან დაკავშირებით ჯაფარიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, როგორც აღმოჩნდა სასამართლომ გადაწყვეტილება ზურაბ ჯაფარიძის წინააღმდეგ გამოიტანა, გირჩის ლიდერს კი 2018 წლის 8 ოქტომბრიდან ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ჰქვია.

„ოცნების სატელიტმა ორგანიზციამ, ახალგაზრდა ადვოკატებმა რომ ცილისწამებაზე სარჩელი მომიგეს ჩემს დაუსწრებლად, გახსოვთ ალბათ

სასამართლოს გადაწყვეტილება ვნახე

ზურაბ ჯაფარიძის წინააღმდეგ არის გამოტანილი

ზურაბ ჯაფარიძე ვინაა აზრზე არ ვარ

ვის გამოუტანეს განაჩენი?

ან აღსრულებამ რატომ შეასრულა?“ - წერს ზურაბ ჯაფარიძე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100