მოზარდების მკვლელობა - მიხეილ კალანდია თავს დამნაშავედ არ ცნობს

საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული მიხეილ კალანდიას პროცესი მიმდინარეობს.

სხდომის დახურვამდე მიხეილ კალანდიამ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს.

“დღეს ბრალდების მხარე თავის შესავალ სიტყვას წარმოადგენს და კონკრეტულად გვეტყვის, თუ რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით აპირებს წარდგენილი ბრალის დადასტურებას, ხოლო დაცვის მხარე ალტერნატივის სახით, რა თქმა უნდა, ბუნებრივია, ჩვენც წარვადგენთ ჩვენს შესავალ სიტყვას. დღეს დეტალურად ვისაუბრებთ იმ გარემოებებზე, თუ რატომ უნდა მიიღოს სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი. ასევე, ვაპირებთ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის შეცვლასთან დაკავშირებით შუამდგომლობის ხელახლა დაყენებას. რაც შეეხება დაცვის ძლიერ არგუმენტებს, არის ის, რომ საქმეში არ არსებობს როგორც არც წერილობითი მტკიცებულებები, არც ნივთიერი მტკიცებულებები, რომელიც წარდგენილი ბრალის დადასტურებაში ბრალდების მხარეს გამოადგებოდა,“ - განაცხადა ადვოკატმა.

გამოძიება მიხეილ კალანდიას დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში მონაწილეობას ედავება.

კომენტარი