სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შვეიცარიელ თოკზე მოსიარულეს მდინარე მოსკოვიდან 50 მეტრის სიმაღლეზე გვარლი გაუწყდა

მოსკოვში გუშინ ჩატარებული თოკზე მოსიარულეთა საერთაშორისო კონკურსი კინაღამ ტრაგედიით დასრულდა: ძლიერი ქარის მიუხედავად, მდინარე მოსკოვის ზედაპირიდან 50 მეტრის სიმაღლეზე გაჭიმულ გვარლზე მსოფლიოში ცნობილი შვეიცარელი თოკზე მოსიარულე - ფრედი ნოკი დამზღვევი თოკის გარეშე გამოდიოდა, როცა ბაგირი გაწყდა, შვეიცარიელი კი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა.

ფრედი ნოკმა მანამდე არაერთხელ სცადა გვარლზე გავლა, მაგრამ დაახლოებით 7-8 მეტრის გავლის შემდეგ ის უკან ბრუნდებოდა, მიწაზე ჩადიოდა და კიდევ უფრო დაჭიმვას ითხოვდა. უკვე სრულ სიბნელეში, მეოთხე მცდელობის დროს, ბაგირი გაწყდა.

თოკზე მოსიარულე ინერციით ამწეს შეენარცხა და მასზე თავის შეკავება შესძლო. ის სასწრაფოდ ჩამოხსნეს სიმაღლიდან. გამომსვლელს სერიოზული დაზიანებები არ მიუღია. მოგვიანებით ფრედი ნოკმა წარუმატებლობა ძლიერი ქარით, გვარლის არასაკმარისად დაჭიმვითა და იმით ახსნა, რომ პროჟექტორი დამაბრმავებლად ანათებდა თვალებში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100