სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უბედური შემთხვევა თბილისში - რიყეზე რკინის კონსტრუქციის ჩამოშლის შედეგად, კორეის ორი მოქალაქე გარდაიცვალა

უბედური შემთხვევა თბილისში - რიყეზე რკინის კონსტრუქციის ჩამოშლის შედეგად, კორეის ორი მოქალაქე გარდაიცვალა.

თბილისში, რიყეზე მომხდარ უბედურ შემთხვევას, კორეის ორი მოქალაქე ემსხვერპლა. დაშავებულია კიდევ ერთი ადამიანი, მისი მდგომარეობა მძიმეა. დაშავებულიც კორეის მოქალაქეა. სამივე ერთი ოჯახი წევრი იყო.
არსებული ინფორმაციით, უცხოეთის მოქალაქეები, ძლიერი წვიმის დროს, რიყის პარკთან თავს რკინისკონსტრუქციას აფარებდნენ. მათ უამინდობის გამო ჩამოშლილი კონსტრუქცია დაეცათ. დაშავებულები მძიმე მდგომარეობაში ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100