სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დემეტრე ნაყოფიას თვალზე სახვევი დღეს მოუხსნენ და ექიმები ამბობენ, რომ დიდი შანსია მხედველობა დაუბრუნდეს

დემეტრე ნაყოფიას თვალზე სახვევი დღეს მოუხსნენ და ექიმები ამბობენ, რომ დიდი შანსია მხედველობა დაუბრუნდეს - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნიკა ლაშხია ავრცელებს:
"მეგობრებო, გუშინ დაგპირდით, რომ ჩემს მეგობარზე, დემეტრე ნაყოფიაზე, დროდადრო მოგაწვდიდით ინფორმაციას. თვალი შეუნარჩუნეს, რაც დიდი მიღწევა იყო. დღეს მოუხსნეს სახვევი და სინათლეს ხედავს! ექიმები ამბობენ, რომ დიდი შანსია მხედველობა დაუბრუნდეს. კიდევ ერთი სასწაულის მოლოდინში ვართ, დიდი მადლობა ექიმებს". წერს ნიკა ლაშხია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100