თბილისში 11 წლის გოგო სახურავიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე, 11 წლის გოგო სახურავიდან გადმოვარდა. ინფორმაციას "პირველი არხი" ავრცელებს.

გოგონა ადგილზე გარდაიცვალა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ის სახურავზე სხვა ბავშვებთან ერთად თამაშობდა, რა დროსაც გადმოვარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარი