სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ცხოვრება გაფანტულ სკლეროზთან ერთად“ - ფოტოებზე ასახული პაციენტების შეგრძნებები - ფოტოპროექტს ამჯერად ბათუმი უმასპინძლებს

ბათუმში, 7 ივნისს, 12:00 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაფანტული სკლეროზის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ფოტოპროექტის „ცხოვრება გაფანტულ სკლეროზთან ერთად“ პრეზენტაცია გაიმართება.

ფოტოპროექტი კამპანიის „ერთად ერთმანეთისთვის“ ფარგლებში შეიქმნა და მიზნად ისახავს გაფანტული სკლეროზის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და დაავადების სიმპტომების ინფორმირებულობას. ოტოპროექტის ავტორია ფოტოხელოვანი, გოგა ჩანადირი, რომელმაც პაციენტების შეგრძნებები ფოტოებზე გადმოსცა.

მნიშვნელოვანია, რომ 2 დღის წინ, ფოტოპრექტს თბილისი მასპინძლობდა.

პრეზენტაციას დაესწრებიან და სიტყვით გამოვლე გაფანტული სკლეროზით დაავადებულ პაციენტთა კავშირის წევრები და წამყვანი ნევროლოგები, რომლებიც სახელმწიფოსა და საზოგადოებას ადექვატური მკურნალობის ხელმისაწვდომის შესაძლებლობებს გააცნობენ. მნიშვნელოვანია, რომ აჭარის რეგიონში მცხოვრებ პაციენტებს ადგილობირვმა ხელისუფლებამ მხარი დაუჭირა და მათვის მკურნალობა ხელმისაწვდომი გახდა. ღონისძიებაზე ასევე მოწვეული არიან ჯანდაცვის სამინისტროს, ბათუმი მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები.

შეგახსენებთ, რომ 30 მაისს, მსოფლიო გაფანტული სკლეროზის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს, კამპანიას საქართველო შარშან შეუერთდა. მომზადდა ვიდეო რგოლიც, რომლის ძირითადი მონაწილეები იყვნენ პაციენტები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, რომლებიც ერთად მოუწოდებდნენ სახელმწიფოს მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაზრდისკენ პაციენტებისთვის სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებისა და უნარების შეზღუდვის პროგრესირების შემცირების მიზნით. ერთი წლის თავზე, პაციენტები კვლავ დაფინანსების მოლოდინში არიან.

ინფორმაცია გაფანტული სკლეროზის შესახებ:

გაფანტული სკლეროზი ქრონიკული, პროგრესირებადი ნევროლოგიური დაავადებაა და მსოფლიოში დაახლოვებით 2.3 მილიონი ადამიანია დაავადებული ამ პათოლოგიით. პირველი სიმპტომები უპირატესად 20-დან 40 წლის ასაკის პერიოდში ვლინდება და ამიტომაც გაფანტული სკლეროზი არატრავმული უნარშეზღუდულობის ძირითადი მიზეზია ახალგაზრდებში

მნიშვნელოვანია, რომ დაავადების ყველა ფორმის დროს ძალიან საყურადღებოა დაავადების აქტივობა - ნერვულ სისტემაში ანთებითი პროცესები, რომელსაც თან სდევს თავის ტვინის ნერვული უჯრედების დაღუპვა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეს პროცესი შეიძლება მიმდინარეობდეს მაშინაც კი თუ პაციენტს კლინიკური სიმპტომები არ აღენიშნება. გაფანტული სკლეროზის მკურნალობის ძირითადი მიზანია დაავადების აქტივობის შემცირება დაავადების ადრეულ სტადიაზევე, რათა არ მოხდეს უნარშეზღუდულობის პროგრესირება. დღესდღეობით გაფანტული სკლეროზის სამკურნალოდ მოწოდებულია დაავადების მამოდიფიცირებელი თერაპია, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირების დაავადების აქტივობას და უნარშეზღუდულობის პროგრესირებას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100