სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„მანქანა მთლიანად ჩაძირული იყო, გადასაგდებია. პარკინგის ადგილზე, სადაც ორმო არის, ორ მანქანასთან ერთად ჩატანილი იყო ბოლომდე, მიწამ ჩაიტანა ბოლომდე და ჩაიტანა წყალში“

საბურთალოს რაიონში, მგალობლიშვილის ქუჩაზე წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის დაზიანებამ მოსახლეობას სერიოზული ზიანი მიაყენა. დაიტბორა საცხოვრებელი კორპუსების პირველი სართულები, ჩავარდა საავტომობილო გზა და დაიმტვრა ავტომობილები, დაზიანდა პირველ სართულებზე მდებარე კომერციული ობიექტებიც. ადგილობრივების თქმით, დილით ძლიერი აფეთქების მსგავსი ხმა გაიგონეს, გარეთ გამოსვლის შემდეგ კი დატბორილი ქუჩა დახვდათ.


„მანქანა მთლიანად ჩაძირული იყო, გადასაგდებია. პარკინგზე იყო გაჩერებული. პარკინგის ადგილზე, სადაც ორმო არის ახლა და ორ მანქანასთან ერთად ჩატანილი იყო ბოლომდე, მიწამ ჩაიტანა ბოლომდე და ჩაიტანა წყალში.“ - განაცხადა ერთ-ერთმა

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100