სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დუშეთის რაიონში ავტოავარიას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა

დუშეთის რაიონში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი გარდაიცვალა. მათ შორის ერთი - მცირეწლოვანი ბავშვია. ავარია დუშეთის გზაზე გუშინ ღამით, დაახლოებით 23.00 საათზე მოხდა: სამგზავრო მიკროავტობუსი მორებით სავსე „კამაზის“ მარკის ავტომანქანას შეეჯახა. მიკროავტობუსის მგზავრებიდან სამი ადგილზე დაიღუპა, ხოლო ორი - საავადმყოფოში. ავარიის შედეგად 12 ადამიანი დაშავდა, მათ შორის სამის მდგომარეობა მძიმეა. დაშავებულები თბილისის სხვადასხვა კლინიკაში წუხელვე გადაიყვანეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100