ჟურნალისტებისათვის CSR-ის თემაზე ტრენინგების სერია გაიმართა

“საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ ორგანიზებით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით, მარტისა და აპრილის თვეში გაიმართა ტრენინგების სერია ჟურნალისტებისათვის „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა და მედიის როლი: რა, რატომ, როგორ?“.
ტრენინგზე საქართველოში მოქმედ მედია საშუალებების ჟურნალისტებს მიეწოდათ ინფორმაცია და პრაქტიკული ინსტრუქციები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის: მედიის როლი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) განვითარებაში, რა სარგებელი მოაქვს CSR-ს კომპანიებისა და ქვეყნისათვის, როგორ შეუძლია მედიას CSR-ის გაშუქება და სტიმულირება?!.
ტრენინგს საქართველოში მოქმედი ცენტრალური და რეგიონული მედია საშუალებების წარმომადგენელი 35 ჟურნალისტი ესწრებოდა. მათ უძღვებოდნენ: CSR ექსპერტი - ლელა ხოფერია, ტრენერი - ირინე ბრეგვაძე.
CSRDG აქტიურად მუშაობს ცენტრალურ და რეგიონულ მედიასთან, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ცნების პოპულარიზაციისა და საზოგადოების მხრიდან კონცეფციის სწორი აღქმის დამკვიდრების მიზნით. 2019 წლის აპრილში, CSRDG-ის მიერ გამოცხადდება მორიგი კონკურსი ჟურნალისტებისათვის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ მომზადებულ მედია პროდუქტებზე, (კონკურსი მოიცავს ყველა სახის მედიისათვის მომზადებულ სიუჟეტებს/სტატიებს – ბეჭდური მედია, ონლაინ მედია, ტელევიზია, რადიო, ბლოგი). კონკურსი „ჟურნალისტები კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობისთვის“ CSRDG-ის ორგანიზებით, 2018 წელს პირველად გაიმართა და მასში მონაწილეობა 40 ჟურნალისტმა მიიღი, რომელთა შორის 5 გამარჯვებული დაჯილდოვდა.

ინფორმაცია განმახორციელები ორგანიზაციის შესახებ: “საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი” (CSRDG) არის საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა 1995 წელს და იგი სამოქალაქო სექტორში წარმატებული მუშაობის 22 წელს ითვლის. CSRDG დაარსების დღიდან ორიენტირებულია ისეთ შედეგებზე, რომელიც პოზიტიურ ცვლილებებს მოუტანს, როგორც ცალკეულ ადამიანებს, ისე მთელ საზოგადოებას. CSRDG არის პირველი ქართული ორგანიზაცია, რომელმაც მოამზადა და გამოსცა: მდგრადი განვითარების ანგარიში „ანგარიშგების გლობალური ინიციატივის“ (GRI) საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით; პირველი ქართულენოვანი სახელმძღვანელო CSR-ზე საქართველოს უმაღლესი სასწავლებლებისთვის; ვრცელი ანალიტიკური კვლევა „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა და საჯარო სექტორის როლი“ (ანალიტიკური მიმოხილვა და რეკომენდაციები საქართველოს მთავრობას).

კომენტარი

×