აფეთქება დიღმის მასივში - საავადმყოფოში 7 ადამიანია გადაყვანილი, აქედან ერთ-ერთი 7 თვის ბავშვია

დიღმის მასივში მომხდარი აფეთქების შედეგად, დაზიანებულია ორი საცხოვრებელი კორპუსი. აფეთქება დიღმის მასივში, მეოთხე კვარტლის მე-5 კორპუსის მე-4 სართულზე 12 საათსა და 10 წუთზე მოხდა. დანგრეულია იმ ბინის კედელი, სადაც აფეთქება მოხდა. ასევე, დაზიანებულია მეორე და მეოთხე სართულის კედლები.

აფეთქების შედეგად გამოწვეული ძლიერი წნევის გამო, ჩამსხვრეულია მოპირდაპირე კორპუსში ფანჯრები. ასევე, დაზიანებულია 5 ავტომობილი, შედეგად ნანგრევები დაეცა. დიღმის მასივში მომხდარი აფეთქების შედეგად საავადმყოფოში 7 ადამიანია გადაყვანილი, აქედან ერთ-ერთი 7 თვის ბავშვია.

შსს-ს ინფორმაციით, დაშავებულთა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

ადგილზე კვლავ მობილიზებულია 10-ზე მეტი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა, რამდენიმე ათეული საპატრულო ეკიპაჟი. ადგილზე მუშაობენ ექსპერტ -კრიმინალიტები.


უსაფრთხოების ზომების გამო, პოლიციას პერიმეტრი გადაკეტილი აქვს. ევაკუირებულია მე-5 კორპუსში მცხოვრები ყველა მოქალაქე.

აფეთქება, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვამ გამოიწვია.

კომენტარი