სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ამ წუთებში ბათუმიდან თბილისში ვბრუნდები და მოვყვები მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მოდელის მატარებელს, რომელიც გადატენილია ტურისტებით და ნაცვლად სიამაყისა, სირცხვილით ვიწვი"

ინტერნეტ მომხმარებელი ილია ლეჟავა სოციალურ ქსელში ასეთ პოსტს აქვეყნებს:

"და ისევ ,,შტადლერზე”

ბავშობიდან მოყოლებული, რკინიგზა და ზოგადად მატარებელი ჩემი ოცნების სფერო იყო...

მას შემდეგ, რაც წლების წინ, პირველად მოვხვდი ელმავლის მემანქანის კაბინაში, მივხვდი, რომ მატარებლით მგზავრობაზე მეტად, მის მართვასა და გამართვაზე ვიყავი შეყვარებული...

ვისწავლე, გავხდი ინჟინერი...
ვიმუშავე ელმავლის ზეინკლად და ელმავლის მემანქანის თანაშემწედ...

დავაქროლებდი მატარებელს წლების განმავლობაში წინ და უკან მანამ, სანამ არ მივხვდი, რომ ეს პროფესია რკინიგზაში არსებული მძიმე შრომითი პირობების გამო, სიამოვნების მონიჭების ნაცვლად, სინამდვილეში ტანჯვად მექცა...

ხო და წავედი პროფკავშირში.... თუმცა ეს სხვა ,,სალექციო თემაა”...

ამ წუთას, ბათუმიდან თბილისში ვბრუნდები და მოვყვები მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო მოდელის, ორ სართულიან ,,შტადლერის” ფირმის მატარებელს, რომელიც გადატენილია უცხოელი ტურისტებით, და ნაცვლად იმისა, რომ მათ წინაშე ეხლა ამაყად ვგრძნობდე თავს, სირცხვილით ვიწვი და სად დავიმალო აღარ ვიცი...

თავს იმით ვიმშვიდებ, ტურისტებმა ის მაინც რომ არ იციან, ქართველებმა ვის ჩავაბარეთ მგზავრთა გადაყვანის მენეჯმენტი საქართველოს რკინიგზაში...

დავიწყოთ იმით, რომ შტადლერი ,,ფერარია” სარკინიგზო სფეროში, რომელიც ჩვენ მილიონერი მამიკოს შვილის მსგავსად, კატასტროფულ ფასად ვიყიდეთ და ,,სოფლის ტრასაზე” დავატარებთ...

მისი უსაფრთხოების სისტემა, სისწრაფე და შესაძლებლობები, შესაბამისად ფასიც, იმდენად მაღალია, რომ ბევრი ევროპული ქვეყნისთვის, ერთგვარ ფუფუნების საგნად არის ქცეული!

ზოგადად, მატარებელი მსოფლიო ბაზარზე, ავტომობილის მსგავსად, გასაყიდად ბაზრის დახლზე გამოფენილი არ არის. მისი აშენება შესაბამის ბრენდს უნდა დაუკვეთო, რა დროსაც მშენებელმა უნდა იხელმძღვანელოს დამკვეთი ქვეყნის ინფრასტრუქტურასა და სალიანდაგო სფეციფიკით...

მატარებელი, რომელშიც ეხლა მე ვდგავარ (!) თავის დროზე რუსეთის რკინიგზამ დაუკვეთა შვეიცარულ ბრენდს, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის სანახავად ჩამოსული ტურისტების დიდი ნაკადის მომსახურეობისთვის - დომოდედოვას აეროპორტიდან მოსკოვის ცენტრამდე (მაქსიმუმ 40 კილომეტრი).

აღნიშნული შეკვეთა, შტადლერმა როგორც ვხედავთ მშვენივრად შეასრულა! მატარებელი მართლაც, იდეალურად კომფორტულია მაქსიმუმ 20-25 წუთის სავალ გზაზე

ამ ფუფუნების ფონზე, პუტინს როგორც სჩანს მადა გაეხსნა, შეიჭრა უკრაინაში და მოახდინა ყირიმის ოკუპაცია... ამაზე ცივილიზებული სამყარო შეშფოთდა, რუსეთს ფინანსური სანქციები დაუწესა და ასე მოხვდა ეს მშვენიერი ქმნილება გასაყიდ დახლზე, ვერასდროს გაყიდვის პერსპექტივით" - წერს ილია ლეჟავა

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100