სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მსახიობი ნოდარ მგალობლიშვილი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა

თეატრისა და კინოს მსახიობი ნოდარ მგალობლიშვილი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მსახიობი 1931 წლის 15 ივლისს საგარეჯოს რიონის სოფელ გომბორში დაიბადა, დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1954 წლიდან მუშაობდა კოტე მარჯანიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში. მისი ადრეული პერიოდის როლებიდან გამოირჩევა მაქსიმ გორკის "ფსკერზე", ჰენრიკ იბსენის "მოჩვენება". მოგვიანებით ლეო ქიაჩელის "ჰაკი აძბა", იაგოს როლი უილიამ შექსპირის "ოტელოში", თეიმურაზ ხევისთავი მიხეილ ჯავახიშვილის "ჯაყოს ხიზნებში" და ა.შ.

ნოდარ მგალობლიშვილი გადაღებულია არაერთ კინოფილმში. მინიჭებული ჰქონდა დამსახურებული არტისტისა სახალხო არტისტის წოდებები. 2001 წელს მან უარი თქვა მაშინდელი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის მიერ გადაცემულ ღირსების ორდენზე. განაცხადა, რომ არ სურდა ღირსების ორდენი ისეთი რეჟიმის მხრიდან, რომელმაც მას ღირსება წაართვა და უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრება აიძულა.

ნოდარ მგალობლიშვილის გარდაცვალების შესახებ მსახიობი მიშა გომიაშვილი ემოციურ პოსტს აქვეყნებს:
"წავიდა!...
დიდი არტისტი!!! გენიალური პარტნიორი!!! ქართული თეატრის ლეგენდა!!! უშიშარი და პირდაპირი კაცი!!! კარგი მოქალაქე, ასეთ არტისტებს სხვა ქვეყნებში ხელის გულზე ათარებენ....ცივ ნიავს არ აკარებენ... აქ კი..........ისე წავიდა რომ მისი შესაძლებლობის 50%-ც კი ვერ თუ არ იქნა გამოყენებული....ისე წავიდა...ჩუმად, არავინ შეუწუხებია...ვინ იცის რამდენი დარდი...რამდენი წყენა გაჰყვა...მაპატიე ბატონო ნოდარ თუ რამე გაწყენინე...ძალიან მიყვარხარ და ყოველთვის მეყვარები...ძალიან მომენატრები...დიდი ხანია მენატრებოდი როგორც ჩემი ყველაზე მაგარი პარტიორი...ახლა მომენატრები როგორც უბრალოდ ნოდარი..."

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100