ნინი ბადურაშვილის მამა, რეჟისორი ერეკლე ბადურაშვილი 57 წლის ასაკში გარდაიცვალა

ნინი ბადურაშვილის მამა ერეკლე ბადურაშვილი 57 წლის ასაკში გარდაიცვალა - ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს:

"ეროვნული კინოცენტრი მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს ერეკლე ბადურაშვილის ოჯახს.

ქართველი რეჟისორი და სცენარის ავტორი 57 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ერეკლე ბადურაშვილი, რომელიც არაერთი ფილმის ავტორია, ბოლო პერიოდში მის ახალ სრულმეტრაჟიან ფილმზე "ხიდი" მუშაობდა, რომელიც საქართველო-თურქეთის კოპროდუქციაა" - ნათქვამია განცხადებაში.


ერეკ­ლე ბა­დუ­რაშ­ვილ­მა 1983 წელს და­ამ­თავ­რა თბი­ლი­სის შოთა რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის თე­ატ­რა­ლუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის სა­რე­ჟი­სო­რო ფა­კულ­ტე­ტი. მისი რე­ჟი­სო­რო­ბით გა­და­ღე­ბუ­ლია ფილ­მე­ბი - "ავ­ტო­პორ­ტრე­ტი"(1987), "ცოდ­ვის დღე­სას­წა­უ­ლი"(1990), "თბი­ლი­სი ჩემი სახ­ლია"(1994), "კი­დევ ერთი ქარ­თუ­ლი ის­ტო­რია" (2003); სცე­ნა­რის ავ­ტო­რია ფილ­მე­ბის: "ავ­ტო­პორ­ტრე­ტი"(1987), "ცოდ­ვის დღე­სას­წა­უ­ლი"(1990).

ერეკ­ლე ბა­დუ­რაშ­ვი­ლი ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბის ლალი ბა­დუ­რაშ­ვი­ლის ვაჟი და მომ­ღე­რალ ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლის მამა იყო.

2017 წელს ბა­დუ­რაშ­ვილ­მა და­ი­წყო ახა­ლი ფილ­მის - “ხი­დის” გა­და­ღე­ბე­ბი, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლი ქარ­თულ-თურ­ქუ­ლი მხატ­ვრუ­ლი ფილ­მია. გა­და­ღე­ბე­ბი ბა­თუმ­ში, თბი­ლის­სა და სტამ­ბოლ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

დრონი.ჯი მწუხარებას გამოთქვამს რეჟისორის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს მის ოჯახს.

კომენტარი