სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მოსკოვში „ჯიპმა“ სტუდენტები გადათელა: 2 დაიღუპა, 7 კი დაშავდა

მოსკოვის სამხრეთით, მას შემდეგ, რაც „ჯიპის“ მძღოლმა მართვაზე კონტროლი დაკარგა და სტუდენტების ჯგუფში შევარდა, 2 ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა, 7 კი მძიმედ დაშავდა. შეჯახების მომენტში სტუდენტები ტროტუარზე იდგნენ. როგორც „ინტერფაქსი“ იტყობინება, დაიღუპნენ 17 და 18 წლის გოგონები. ხუთი სტუდენტი საავადმყოფოშია გადაყვანილი, დანარჩენ ორს კი პირველი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს და საავადმყოფოდან გაწერეს.

„ლაიფნიუსი“ იტყობინება, რომ „ჯიპის“ საჭესთან, სავარაუდოდ, 37 წლის ბიზნესმენი იჯდა, რომელიც ნასვამი იყო. გამოცემის მიხედვით იგი მოსკოვის ცენტრში მდებარე სავაჭრო ცენრტში რამდენიმე მაღაზიის მფლობელია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100