ნიკა გვარამია: "სააკაშვილი მაშინ კი არ აფერენდა, უბრალოდ ჩვენზე ჭკვიანი იყო..."

რუსთავი2-ის გენერალური დირექტორი სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს:

"ზუსტად მახსოვს ამაზე რა კომენტარები იყო. მოკლედ რომ ვთქვათ, “როგორ აფრენს ეს კაცი”. მეტიც, ზუსტად მახსოვს მე რას ვფიქრობდი ამერიკიდან ამას რომ ვუყურებდი: “რას ყვება ახლა, რა მოიგონა”.
ხოდა ახლა ყველა შეჯერებული რომ ვართ, რომ ლაზიკა/ანაკლია ქვეყნის მთავარი ეკონომიკური და სტრატეგიული ობიექტია, ისიც ვაღიაროთ, რომ სააკაშვილი მაშინ კი არ აფრენდა, უბრალოდ ჩვენზე ჭკვიანი იყო და სწორს ამბობდა, და რომ ამ პორტის იდეა მისია." - წერს ნიკა გვარამია

კომენტარი

×