არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა მძევალი აიყვანეს და მიმალვა შეძლეს - ყაჩაღობა გლდანში და შსს-ს კომენტარი

ყაჩაღური თავდასხმა გლდანში მდებარე "საქართველოს ბანკის" ფილიალზე - არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ადგილიდან მიმალვა მძევლის აყვანის შედეგად შეძლეს.

თვითმხილველების ინფორმაციით, სამმა ნიღბიანმა ტერიტორია ორმხრივი სროლისას მას შემდეგ დატოვა, რაც მათ გოგონა მანქანაში ჩაისვეს.

„ამბობენ სამნი იყვნენო, არაფერი ვიცი. ისიც თქვეს, რომ ერთი თან წაიყვანეს და ერთი გაუშვესო,“ - ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.

თავდასხმა და ორმხრივი სროლა გლდანში დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა. თვითმხილველების თქმით, სამივე თავდამსხმელს ნიღაბი ეკეთა. მათ დაცვის პოლიციის თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნეს.

ორმხრივი სროლისას დაზიანებულია ავტომობილები და მაღაზიები. ადგილზე იმყოფებიან ექსპერტ კრიმინალისტები და კინოლოგები.

შინაგან სამეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ თბილისში, გლდანში მე-6 მ/რ-ში "საქართველოს ბანკის" ექსპრეს ფილიალზე დღეს მომხდარი თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.
არ დასტურდება ბანკიდან ფულის გატაცების ფაქტი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სიახლის სამართლის კოდექსის 179-ე (ყაჩაღობა), 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა) 143-ე (თავისუფლების უკანონო აღკვეთა) მუხლებით დაიწყო.

შემთხვევის ადგილზე მუშაობენ პოლიციის შესახამისი დანაყოფები, ექსპერტ-კრიმინალისტები, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები.

კომენტარი