სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სილამაზის კონკურსის მონაწილეს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

სილამაზის კონკურსის ყოფილმა მონაწილემ, ტაილანდელმა კრისანა სუვანპიტაკმა ჯერ კიდევ 2012 წელს ჩაიდინა საშინელი დანაშაული, თუმცა რამდენიმე წლის განმავლობაში ახერხებდა, რომ დაუსჯელად ევლო ყველგან.

კრისანას რთული ხასიათი ჰქონდა და არა ერთხელ დაუსჯია თავისი არასრულწლოვანი მოახლე, ჯარიუ შრიშაკი სულელური მიზეზების გამო. იმ საბედისწერო დღეს კი 16 წლის მოზარდს იმდენად მძიმე ტრავმები მიაყენა, რომ გოგონა მალევე გარდაიცვალა. ქალმა თავიდან აეროზოლის ბალონი ჩაარტყა მოზარდს, შემდეგ პლასტიკური მილით სცემა და თმის უთოთი სხეულის სხვადასხვა ნაწილები დაუწვა.

კრისანამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ კვალი კარგად დაეფარა. ამაში მას თავისი დაქალი და უმცროსი ძმა დაეხმარნენ. გვამი დედის საცხოვრებელი სახლის ეზოში წაიღეს და ერთ-ერთი პალმის ქვეშ დამარხეს. მოკლული მოახლის დედას კი უთხრეს, რომ გოგონა სახლიდან გაიქცა და გაუჩინარდა.

იმ დღიდან მოყოლებული რამდენიმე წლის განმავლობაში ჯარიუს ყველგან ეძებდნენ ოჯახის წევრები და სამართალდამცველები, სანამ ერთ დღეს გარდაცვლილი გოგონას დედას ანონიმურმა პირმა არ დაურეკა. 2017 წელს განხორციელებული ზარით ჯარიუს დედას აცნობეს, რომ მისი ქალიშვილი არა გაქცეული, არამედ მოკლული იყო, დაუსახელეს ასევე მკვლელის სახელი და ადგილი, სადაც დამარხეს.

პოლიციამ კრისანასთან ერთად დააკავა მისი უმცროსი ძმა და დაქალი. როგორც გაირკვა, მკვლელობის უნებური თვითმხილველი აღმოჩნდა თავად ბრალდებულის მცირეწლოვანი ქალიშვილი, რომელმაც მოგვიანებით ჩვენება მისცა. კრისანას სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა და გარდა ამისა, კომპენსაციის სახით მოკლულის დედისთვის მილიონის გადახდა აიძულა. რაც შეეხება მკვლელობის თანამონაწილეებს, ბრალდებულის ძმას ერთწლიანი პატიმრობა, ხოლო დაქალს, წელიწადნახევრიანი სასჯელი შეეფარდათ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100