გატაცების ისტორია, რომელსაც ფილმებშიც ვერ ნახავთ - ბიზნესმენმა საკუთარი ცოლის სიცოცხლისთვის გამოსასყიდის გადახდა არ მოინდომა

მექსიკელი სუსანა კარერა მაშინ გაუჩინარდა, როდესაც დაქალის სახლში ერთ-ერთი შვილის წამოსაყვანად მივიდა - ქალის გატაცების კადრები სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა.

კადრებში კარგად გაარჩევთ, უცნობმი მამაკაცი როგორ ტენის ავტომობილში, რომელიც იქვე სახლთან იდგა. ერთი კვირის შემდეგ მისი ცხედარი შავი პოლიეთილენის შეფუთვაში იპოვნეს საშინელი შინაარსის წერილთან ერთად:

"ეს იმიტომ დამემართა, რომ ჩემმა მეუღლემ გამოსასყიდის გადახდაზე უარი თქვა".

გავრცელებული ინფორმაციით, სუსანა და მისი მეუღლე ბიზნესმენები და კომპანია Pexaluminio-ს დამფუძნებლები იყვნენ. გამტაცებლები გამოსასყიდის სახით 4 მილიონს ითხოვდნენ, თუმცა უარის გამო მათ ქალის მოკვლა მოუწიათ.

მას შემდეგ, რაც სუსანას გარდაცვალების შესახებ გაიგო ქმარმა, სოციალურ ქსელში სტატუსი დაწერა და ყველა იმ ადამიანს გადაუხადა მადლობა, ვინც გვერდით ედგა მთელი ეს დრო და ამხნევებდა მას. როგორც მამაკაცი განმარტავს, ფულის გადაუხდელობის მიზეზი არასაკმარისი სახსრები გახდა.

კომენტარი