სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ხარაგაულის მერს, საკრებულომ 43 000 ლარიანი მანქანის ყიდვა აუკრძალა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია ძვირადღირებულ ავტომანქანას ვერ შეიძენს.
ხარაგაულის მერიას 43 000 ლარიანი ავტომობილის შეძენა სურდა, საკრებულომ კი ამ წინადადებას მხარი არ დაუჭირა. ინფორმაციას ამის შესახებ ქუთაისის საინფორმაციო სააგენტო "ტოპნიუსი" ავრცელებს.
საკრებულოს წევრების თქმით, მერიას 4 ავტომობილი უკვე ჰყავს, დამატებით ავტომობილის შეძენა კი ფუფუნებას ემსახურება.

,,საქმის კეთებისთვის 4 მანქანა აქვთ, რაიონში არსებული პრობლემების ფონზე 43 000 ლარიანი ავტომობილის შეძენას ჩვენ მხარს ვერ დავუჭერთ,”- აცხადებენ საკრებულოს წევრები.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100