სანდრა რულოვსი: მიშას ლამაზი, ცისფერი ბოტასების უფრო ეშინიათ, ვიდრე რუსული ჩექმის

ბელგიაში, ქალაქ ლიეჟში, კონგრესის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე ქართველ ემიგრანტებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის მეუღლემ, სანდრა რულოვსმაც მიმართა. მან სიტყვით გამოსვლისას, ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. მისი თქმით, დღეს საქართველო გაჩერებულია და ქვეყანა წინ ვერ მიდის.

„მიშას ლამაზი ცისფერი ბოტასების უფრო ეშინიათ, ვიდრე რუსული ჩექმის. ხურვალეთში რომ იყო ორი დღის წინ რამდენიმე ჰექტარი მიტაცებული, მიშასთან ვხუმრობდი, რომ უთხარი, შენ იყავი ხურვალეთში და ნახევარ საათში მთელი ჯარი და სპეცრაზმი იქ იქნებათქო.“- განაცხადა სანდრა რულოვსმა.

კომენტარი

×