სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჩეჩნეთში ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია ტარდება

ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რესპუბლიკის სამხრეთ-აღმოსავლეთის რაიონებში მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი ოპერაცია შეიარაღებული იატაკქვეშეთის წინააღმდეგ. მასში მონაწილეობენ რესპუბლიკის ყველა ძალოვანი უწყების თანამშრომლები და რუსეთის შინაგანი ჯარების დანაყოფები, მათ შორის სპეციალური დანიშნულების ბატალიონი "სევერი". მზადყოფნაშია მოყვანილი საფრონტო ავიაცია.

ოპერაციის დაწყების მიზეზი გახდა ოპერატიული ინფორმაცია ნოჟაი-იურთის რაიონის ტყიან მასივში ბოევიკთა ჯგუფების აქტივობის დაფიქსირების შესახებ.

ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებმა მიიღეს დავალება ალყაში მოაქციონ მთელი რაიონი, არ დაუშვან ბოევიკების გასვლა ბლოკირებული ზონიდან და მაქსიმალური ზომები მიიღონ პირადი შემადგენლობის რიგებიდან დანაკარგების აღსაკვეთად.

ასეთ დავალებაზე ყურადღების გამახვილება გამოწვეულია ადრე ჩატარებული სპეციალური ოპერაციების შედეგების გამო, როცა ძალოვანი უწყებები მოკლულების და დაჭრილების სახით განიცდიდნენ დიდ დანაკარგებს, ბოევიკთა ჯგუფები კი უვნებლად გადიოდნენ ბლოკირებული ზონიდან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100