გასულ წელს საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევას 459 ადამიანი ემსხვერპლა

"საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" ინფორმაციით, 2018 წელს 6,452 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რასაც 459 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 9,047 კი დაშავდა.
ორგანიზაცია ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

20 2018 წელს ავტოავარიების რაოდენობა 2017 წელთან შედარებით 6%-ით შმცირდა, დაშავებულთა რიცხვი კი პირიქით, 7%-ით გაიზარდა. 11%-ით შემცირდა დაღუპულთა რიცხვი.

ორგანიზაციის ინფორმაციით, 2018 წელს 16 წლამდე 21 მოზარდი დაიღუპა და 1012 კი დაშავდა.

"საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" თავმჯდომარის ეკა ლალიაშვილის განცხადებით, გადასახედია სიჩქარის ლიმიტები, რაც ევროპულ სტანდარტებთან შედარებით საკმაოდ მაღალია.

კომენტარი

×