სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ცხინვალმა პუტინის "ფრონტი" გახსნა

ვლადიმირ პუტინი ცხინვალის პოლიტიკური მოდის კანონმდებლად რჩება. ოკუპირებულ ცხინვალში ჩატარდა საინიციატივო ჯგუფის პირველი სხდომა "ოსი ხალხის სახალხო ფრონტის" ორგანიზაციის შექმნის მიზნით – ორგანიზაციისა, რომელიც იქნება პრემიერ-მინისტრ პუტინის მიერ 2011 წლის მაისში რუსეთში ჩამოყალიბებული "სრულიად რუსეთის სახალხო ფრონტი"–ს შვილობილი.

სხდომა ჩატარდა ადგილობრივი "სახალხო პარტიის" შტაბ-ბინაში, რომელიც ფაქტიურად კოკოითის რეჟიმის სატელიტს წარმოადგენს და მისი გადაწყვეტილების შესაბამისად მიღებული იქნა დეკლარაცია ამ ახალი ორგანიზაციის ჩამოყალიბების შესახებ. დევიზის სახით შერჩეული იქნა ფრაზა "რუსეთი და ოსეთი - ერთიანია!". ორგანიზატორები აცხადებენ, რომ "ფრონტში" გაწევრიანება შეუძლია ყველას, ვინც ცხოვრობს ცხინვალის რეგიონში და იმავე დროს "თავს თვლის რუსეთის მოქალაქედ" - თანაც საუბარია როგორც კერძო ისე იურიდიულ პირებზეც.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციაში "სრულიად რუსეთის სახალხო ფრონტის" ფორმირებას თან ახლდა მრავალნაირი კურიოზი. ორგანიზაციის რიგებს მასობრივად "მიაწყდა" დიდ-პატარა, მოხუცები და ბავშვები, რომლებიც უმეტეს შემთხვევაში ამის შესახებ აზრზეც რომ არ იყვნენ. როგორც გაზეთი "Московский комсомолец" - ი წერდა, სარატოვსა და მის შემოგარენში ათასობით ადგილობრივი მაცხოვრებელი მასიურად ჯგუფ - ჯგუფად შევიდნენ სრულიად რუსეთის სახალხო ფრონტში. შესულთა სიებში აღმოჩნდნენ - გონებასუსტი ბავშვების ინტერნატი, სასოფლო-სამეურნეო არტელი "Содомская", სკოლები, საბავშვო ბაღები, ხორცკომბინატები, საავადმყოფოები და საზოგადოებრივი სააქციო გაერთიანება "Ритуал"- იც თავისი მესაფლავეებით.

ჩვენ კი ერთი რამ დაგვრჩენია - ამ კურიოზების შევსების დალოდება ცხინვალის რეგიონიდან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100