სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"მოკლეს. კამერას დაფიქსირებული არ აქვს და წყალში გადააგდეს" - ლიბიაში გარდაცვლილი მეზღვაურის ოჯახი

ლიბიაში გარდაცვლილი ქართველი მეზღვაურის ოჯახი ეჭვობს, რომ დავით რაზმაძე მოკლულია.

ოჯახი საქართველოს ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს.

ოჯახის წევრების ინფორმაციით, ბოლოს ქართველმა მეზღვაურმა დედას 6 იანვარს მისწერა და უთხრა, რომ გაუსაძლისი მდგომარეობის გამო, კონტრაქტის ვადაზე ადრე შეწყვეტას აპირებდა და სამშობლოში ბრუნდებოდა.

"მეტი ეჭვი მაქვს, რომ კონფლიქტიდან გამომდინარეა ეს ყველაფერი. მოკლეს. კამერას დაფიქსირებული არ აქვს და წყალში გადააგდეს,"- განაცხადა გარდაცვლილის ოჯახის წევრმა.

ლიბიაში გარდაცვლილი ახალგაზრდა აგვისტოს ომის გმირის, ზაზა რაზმაძის შვილია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100