სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"დღეს ჩემი ძმაკაცი მოკვდა, მაგრამ არ გარდაცვლილა! მამაოს ვეძახდით, ყველა სადღეგრძელოს წინ პირჯვარს იწერდა, ნეტავ გული გასკდეს" - გიორგი ლიპარიშვილის სევდიანი პოსტი ლევან ჩხაიძეზე

ბლოგერ გიორგი ლიპარიშვილის სევდიანი პოსტი ლევან ჩხაიძეზე:
"მოკვდა და არ გარდაიცვალა!!!

ტელეჟურნალისტიკის ფაკულტეტზე სწავლისას სახლში ტელევიზორიც არ მქონდა. კურსელებმა ფული მოიგეს და სახლში ტელევიზორი მომიტანეს. ფული ტაქსიშიც არ დახარჯეს. ფეხით მომიტანეს და მორჩენილო ფულიც მაჩუქეს. ალბათ სიხარულით შინაგანი ცრემლდენა მჭირდა. ამ ამბის ერთერთი მოთავე მამაო, ლევან ჩხაიძე იყო. ჩემი კურსელი და ჩემი საიმედო ძმაკაცი, რომელსაც ბოლო დროს უდროობას ვეცილებოდი. თურმე მართლა ცოტა დრო ქონია. მართლა ცოტა დრო.
მობილურიც მიყიდეს კურსელმა ძმაკავებმა, თანაც ორჯერ, გარდაცვლილი მამის დაბადებისდღეც გადამიხადეს და უამრავჯერ მაბედნიერეს.
დღეს კი თვალები ხან გვალვამ ამომიშრო ხან კი ცრემლმა დამიტბორა.
დღეს ჩემი მმაკაცი მოკვდა, მაგრამ არ გარდაცვლილა.
მეზიზღება ჩემი თავი!
შემცივდება გავთბები.
მომშივდება შევჭამ.
ლევანს რა გააძღებს, რა გაათბობს.
მამაო ჩვენმა. ძმკკაცმა ლაშა კიკვილაშვილმა შეარქვა, ყველა სადღეგრძელოს წინ პირჯვარს იწერდა. ჩვენც გვიხაროდა გვყავდა ძმაკაცი, რომელიც მამაო იყო და მამაო არ იყო.
მე-16 წელია უკვე რაც ძმაკაცობა ვითვლიდით.
ნეტავ გული გასკდეს.
მიწისთვის ადრეა. ადრეა მიწისთვის!!!
მეზიზღება ცოცხალი ჩემი თავი, სიცოცხლეში ადამიანების ბოლომდე დაფასება, სიყვარულიი გამოტყდომა რომ არ შეძლებია.
მაპატიე მამაო,
მიყვარხარ!!!
მუდამ შენი ლიპარა"

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100